ბარსელონა პარალიზებულია - ამ წუთებში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს (ვიდეო)

21:10 10-18-2019
2164

ბარსელონა პარალიზებულია, ქუჩებში ავტომობილებს ცეცხლი უკიდიათ. ქალაქში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება. დემონსტრაციების ტალღა კატალონიელი ლიდერების გასამართლების შემდეგ დაიწყო.

საპროტესტო აქციების გამო შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები. მიმდინარეობს შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის. აქციების შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.

დაძაბული მდგომარეობის გამო, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „ბარსელონას“ და „რეალის“ შეხვედრა, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო.