აი, რატომ ვარ ფორმაში და ტრენაჟორებზე ნავარჯიშებს ვგავარ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

16:11 10-18-2019
1464

მსახიობი ეკა ნიჟარაძე დამოუკიდებელი ქალია და ამბობს, რომ მისთვის ჩვეულებრივი ამბავია იმ საქმის კეთება, რაც ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ კაცების საქმედ მიიჩნევა.

რამდენჯერ გიყვარდათ? - ამ კითხვას მსახიობი ღიად და გულწრფელად პასუხობს:

შვილების მამები და კიდევ პატარ-პატარა სიყვარულები მქონია. საგანგაშო ციფრები არ არის. ნორმალურია ადამიანი გიყვარდეს, უკეთესი ხდები და სხვანაირად უყურებ ყველაფერს. მაგრამ სიყვარულის შენარჩუნება რთულია... ხასიათში დამოუკიდებლობა მაქვს. არ შემიძლია ვიღაცაზე დამოკიდებული ვიყო. შეიძლება ქვეცნობიერში მინდა, რომ ასე ვიყო დამანონკანი გამოცვალოს სახლში, მაგრამ მე უნდა გავაკეთო, სხვანაირად არ შემიძლია. ჩემთვის ჩვეულებრივია, რომ 20 კილო კარტოფილი მე ავიტანო სახლში. აი, რატომ ვარ ფორმაში და ტრენაჟორებზე ნავარჯიშებს ვგავარ. ძლიერი ქალი ვარ“, - ამბობს მსახიობი.

წყარო: „პრაიმტაიმი“ (არქივი)