სტუდიაში მოულოდნელად ტორტი გამოჩნდა - როგორ დაემშვიდობნენ ნანიკო ხაზარაძეს „იმედის დღეში“ (ვიდეო)

14:56 10-18-2019
3956

„იმედის დღის“ სტუდიაში პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ ტორტი შეიტანეს. ამ ჟესტით თანამშრომლებმა ნანიკო ხაზარაძეს გადაცემიდან ერთგვარი გაცილება მოუწყვეს.

„ძალიან, მიყვარხართ, უბრალოდ მიჭირს გამოხატვა!“ - ამბობდა წელემყვანები და თანამშრომლებს სათითაოდ ეხუტებოდა.

ის რაც იმ სტუდიაში მოხდა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ატვირთა.

ნანიკო ხაზარაძე „იმედზე“ იმ გადაცემას ტოვებს, რომელიც უკვე ერთი ათეული წელია მიჰყავს.

„ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს “იმედის დღეში”. 10 წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ......... ედით! ჩემი სურვილით კიდევ ედით! აქ ვრჩები იმედზე ედით!“, წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.

„იმედის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ორშაბათიდან, 21 ოქტომბრიდან კი „იმედის დღეს“ მარიკა ბაკურაძე შეუერთდება და გადაცემას ნიკა წულუკიძესა და ეკა ამირეჯიბთან ერთად წაიყვანს.

თავად ნანიკო ხაზარაძე კი ახალ პროექტზე გადადის. ამ ეტაპზე გადაცემის ფორმატი და სახელწოდება არ კონკრეტდება.