ბარსელონა-რეალის მატჩი საპროტესტო აქციების გამო გადაიდო

08:30 10-18-2019
38

„ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო,  კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება. თუმცა, დრო ჯერჯერობით უცნობია. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.