ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713519381

გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას - კახა კალაძე კელი დეგნანზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანი აგრძელებს დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილი განცხადებების კეთებას.„ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი.რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713519302

იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ - კახა კალაძე ოპოზიციონერებზე

ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტების ბულინგს.მისივე განმარტებით, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრისა და შეურაცხყოფის მოწოდებები.„ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ - ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

amindi

საზოგადოება 1713518835

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება - განახლებული პროგნოზი

 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713518575

არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია - კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი - კახა კალაძე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.დედაქალაქის მერი თბილისის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სააღდგომო ნობათების შეძენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესყიდვა შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.„ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს კონკრეტული პროდუქტების შესყიდვაზე. არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია. კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი და არ შეიძლება ამის გაკეთება. შესაბამისად, თუ ჩამონათვალში არის რუსული პროდუქტი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. მთავარია, იყოს ის პროდუქცია, რისი მოთხოვნაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

პოლიტიკა 1713518059

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა.ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც  წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა  მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის  მხარდაჭერით ხორციელდება.აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს EIB-თან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. გამოითქვა იმედი, რომ EIB მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EIB-მა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.