ვაზისუბანში ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

20:49 10-17-2019
556

ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა, შემდეგ კი სამ ავტომობილს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.