57 წამში მოგებული ფინალი! - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

19:54 10-17-2019
131

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მორიგი ტიტული მოიპოვა.

მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა ეფექტური იპონით დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ლიპარტელიანმა 4 შეხვედრა გამართა და ოთხივე იპონით გაიმარჯვა.