როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძეზე - შეცვლილი სქემა ვაკის პარკამდე

18:26 10-17-2019
102

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცნობით, 
17 ოქტომბრიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სარეაბილიტაციო
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი
ნაწილობრივ შეიცვლება.

„17 ოქტომბრის ღამის საათებში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩიდან ილია
ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება, საიდანაც ტრანსპორტი სვლას
გააგრძელებს მარჯვნივ, ვაკის პარკის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.