უახლესი ნეიროქირურგიული ციფრული მიკროსკოპი საქართველოშია

13:51 10-17-2019
49

ინტერვიუ  თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების  ხელმძღვანელთან გოგი მაღალაშვილთან.

- რა არის უახლესი თაობის ციფრული მიკროსკოპი?
- საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში სადაც  უახლესი ნეიროქირურგიული ეგზოსკოპი დაიდგა.

ნეიროქირურგიაში გამოსახულების ხარისხს  დიდი მნიშვნელობა და სწორედ ამ აუცილებლობიდან გამომდინარე  მსოფლიოს ორმა უდიდესმა კომპანიამ ოლიმპუსმა და სონიმ გადაწყვიტეს  შეექმნათ ეგზოსკოპი ანუ ნეიროქირურგიული უახლესი მიკროსკოპი , რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით არის შეიარაღებული, ეს არის პირველი ეგზოსკოპი მსოფლიოში, რომელიც ამ ორი ბრენდის კოლაბორაციის პროდუქტს წარმოადგენს

თავის მხრივ ეს მნიშვნელოვანი  მოვლენაა, არამარტო კლინიკისთვის არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის და ბუნებრივია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნეიროქირურგიის განვითარებისთვის.

 ეს არის ახალი უნიკალური საოპერაციო სისტემა ნეიროქირურგიულ მიმართულებაში, რომელიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში დაიდგა აღნიშნული აპარატი ამ ეტაპზე მხოლოდ გერმანიაში დგას ჩვენ მეორე ქვეყანა ვართ.

- რა უპირატესობებით გამოირჩევა ახალი ეგზოსკოპი ?
- ეს აპარატი იძლევა საშუალებას ნეიროქირურგიული და მიკროქირურგიული ოპერაციების ახალ ხარისხში კეთების.ეს არის ახალი სიტყვა ნეიროქირურგიაში,  აპარატს აქვს პრაქტიკულად ყველა ის ფუნქიციები, რომელიც  დღესდღეობით არსებულ ყველაზ კარგ საოპერაციო მიკროსკოპს აქვს დღემდე არსებულს პლუს  დამატებით აქვს ისეთი ფუნციები რაც მანამდე არსებულ მიკროსკოპებს არ გააჩნდათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ოპერაციული სისტემის დახმარებით შესაძლებელია  ინტრაოპერაციული ანგიოგრაფიის  და სცინტიგრაფიის  ჩატარება  რას სიმსივნეების დროს ძალიან მნიშვნელოვანია

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ აპარატით ჩატარებული  ოპერაციები ნეიროქირურგიული პაციენტებისთვის?
- მნიშვნელოვანია თან ძალიან იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეშვეობით შემცირდება ოპერაციის დრო, ოპერაციის სიზუსტე რაც საუკეთესო გამოსავლისთვის  აუცილებელია.

ასევე,კომპანია ოლიმპუსის გადაწყვეტილებით ცენტრალურ საავადმყოფოში  ფუნქციონირებას იწყებს  გადამზადების სასწავლო  ცენტრი, სადაც სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნებიდან  შეძლებენ  საქართველოში გაიარონ გადამზადების სრული კურსი.

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში არსებული თანამედროვე სტანდარტების ნეიროქირურგიული ცენტრი წლებია ფუნქციონირებს სწორედ ამ დაინერგა  პირველად ამიერკავკასიაში,  ნეირომონიტორინგის სისტემა, რისი მეშვეობითაც საშუალება გვაქვს ინტრაოპერაციულად ვაწარმოოთ მონიტორინგი, რაც მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად. ასევე კლინიკაში ფუნქციონირებს   ინსულტის ცენტრი ცენტრი რომელიც დაკომპლექტებულია წამყვანი ნეიროქირურგებით და ნევროლოგებით სადაც პაციენტებს ვთავაზობთ მკურნალობის და მართვის ყველა იმ თანამედროვე მეთოდებს რაც დანერგილია მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

შეჯამებისთვის ეს არის დიდი  მოვლენა საქართველოს რეალობისთვის  და რაც მთავარია  პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში  და არამარტო მთლიან რეგიონში ნეიროქირურგიის განვითარებისთვის. 

https://www.facebook.com/TCHospital/photos/a.554625364560134/2628023603886956/?type=3&theater