შემზარავი კადრები - ცნობილი მოკრივე ნოკაუტის შედეგად გარდაიცვალა

12:52 10-17-2019
340

მორიგი ტრაგედია მოხდა პროფესიონალურ კრივში. 27 წლის მოკრივე პატრიკ დეი 12 ოქტომბერს, ჩარლზ კონველთან მიღებული ნოკაუტის შემდეგ, თავის მძიმე ტრავმით გარდაიცვალა.

ორთაბრძოლის შემდეგ, პატრიკ დეი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად 4 დღის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა სპორტსმენი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.