აკურაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10:20 10-17-2019
16

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს . ძველი, დაზიანებული გრუნტის საფარის ნაცვლად მოეწყობა 880 მეტრის სიგრძის ასფალტობეტონის ორფენიანი გზა. გზის რეაბილიტაციაზე 484 484 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა „ენკა“ ახორციელებს.