გამოფენა ,,ვაადსის არტეფაქტები“, გაიხსნა

10:13 10-17-2019
33

თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „ვაადსის არტეფაქტები“ გაიხსნა.

საგამოფენო დარბაზში თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სკოლისა და ლონდონის ჩელსის კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 22 ოქტომბრამდე დარჩება. ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია.