ფშაველში სპორტული მინი მოედანი და საკემპინგე ადგილი მოეწყობა

20:44 10-16-2019
26

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით ბეგიაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ფშაველში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნისა და კემპინგის ადგილის (ავტო, ველო და ქვეითი ტურისტების გასაჩერებელი ადგილი) მშენებლობა მიმდინარეობს.

ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გია დეველოპმენტი“ ახორციელებს. კემპინგის მშენებლობაზე 299 729 ლარი დაიხარჯება. მინი მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის 78 347 ლარია გამოყოფილი.