სკანდალი კატალონიაში-კამპ ნოუზე ჩასატარებელი „ელ კლასიკო“ გადაიდება?!

20:28 10-16-2019
63

26 ოქტომბერს ლა ლიგის კალენდარში ესპანური დერბების დაპირისპირებაა ჩანიშნული, თუმცა ამ მატჩის ჩატარება „კამპ ნოუზე“ ეჭვის ქვეშ დგას.

როგორც ცნობილია, კატალონიაში სერიოზული არეულობა და პოლიტიკური დაძაბულობაა, რის გამოც შესაძლოა „ელ კლასიკოს“ პირველი შეხვედრა მადრიდში, კერძოდ რეალ მადრიდის სტადიონზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“გაიმართოს.

ჯერჯერობით ოფიციალურად გადაწვეტილი არაფერი არ არის, მაგრამ „ელ კლასიკოს“ ჩატარების შანსი ყოველდღიურად მცირდება.