კალაძის ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას - მამუკა ხაზარაძე

20:27 10-16-2019
107

„კალაძეს არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას“, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს. ალბათ, არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება, არათუ პოლიტიკოსის, არამედ, კაცის ლექსიკას. ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა, იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეში მიიყვანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია. მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, ამისთვის არ აქვს არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები“, - თქვა კალაძემ.