Exclusive: ვინ არის და რა ნათესაური კავშირი აქვს ილია ჯიშკარიანის ცოლს ყოფილ შს მინისტრთან

18:15 10-16-2019
38884

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანის ცოლი ნანა გვენცაძეა. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის შვილია. ამის შესახებ ჩვენთან ინტერვიუში ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

„პირველად ჩემთან მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მოვიდა. ეს ადამიანები ვიღაცეები არ არიან. ბატონი ილია ჯიშკარიანის მეუღლე გახლავთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის შვილი. ეს ოჯახი მოდის ტრადიციებით. სამართალიც კარგად იციან, აზროვნებაც კარგი აქვთ და ანალიზის უნარიც.

ბატონი ილიას მეუღლე გახლავთ ტრადიციული ქალბატონი, რომელიც არ გამოდის საჯაროდ, თუმცა ამ ბრძოლაში მეუღლესთან ერთადაა. ამ ეტაპზე არც ბატონი ილია ჯიშკარიანი და არც მისი მეუღლე მედიასთან არ კონტაქტობენ.“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ მარიამ კუბლაშვილი.

პრაიმტაიმმა“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის ინტერვიუ მოიძია, რომელიც ჟურნალ „რეიტინგში“ 2011 წლის ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა, სადაც ის შვილზე საუბრობდა.

„ნანა ქიმიკოსია. „გე­პეი“ წითელ დიპლომზე დაამთავრა, მაგრამ არ მუშაობს. ადრე გა­თხოვ­და, ახლა დიდი შვილები ჰყავს და მთელი ეს პერიოდი შვილების აღზრდას მოანდომა“ -  ამბობდა რომან გვენცაძე.  

width=600

შეგახსენებთ, რომან გვენცაძე 1990-1992წწ. ჯერ თბილისის შს სამმართველოს უფროსის, შემდეგ შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 1992 წლის იანვრიდან ამავე წლის ნოემბრამდე შსს მინისტრი გახლდათ. 1993-1994წწ. საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი იყო. ამავე წლებში შსს პოლიციის აკადემიის რექტორად მუშაობდა.

რომან გვენცაძე 1999-2004 წლებში მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.