ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ინტიმური კადრები

სამართალი 1713953580

ქალს ინტიმური ფოტოები Telegram-ის ჯგუფში გაუვრცელეს - დაკავებულია ერთი პირი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული.„დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2 500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ნიჭიერი

ტაბლოიდი 1713953307

VIDEO: „ნიჭიერის“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია

„რუსთავი 2“ ახალი აღმოჩენებისთვის ახალ სეზონს იწყებს - ლეგენდარული მეგა შოუ „ნიჭიერი“ ბრუნდება. მისი წამყვანები ნუკი კოშკელიშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი იქნებიან. რაც შეეხება ჟიურის, მათი ვინაობა სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ესენი არიან: მარიამ სანოგო, დათო ფორჩხიძე, თაკო ფხაკაძე, გიგი დედალამაზიშვილი და თიკა ფაცაცია.ვრცლად ↓

გიორგი ყიფშიძე

საზოგადოება 1713953202

„წარმატებას ვუსურვებ გიორგის, ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს და თეატრს, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“ – ნიკოლოზ წულუკიძე

თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ყიფშიძე „იმედის დღის“ რუბრიკის, „პერსონას“ გასული ეპიზოდის მთავარი გმირი იყო.ნიკოლოზ წულუკიძის საავტორო რუბრიკაში გიორგი ყიფშიძემ ვრცლად ისაუბრა განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, პირადსა და კარიერაზე.რუბრიკის დასასრულს, ტელემაყურებელს ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ამჟამად, გიორგი ყიფშიძე სამკურნალოდ ბიშკეკში იმყოფება:„გიორგის შემართება უნდა ვუსურვოთ. დღეს ჩამოვედი, გიორგისთან ერთად ვიყავი ბიშკეკში, ნაზარ ალიევის ცნობილ კლინიკაში, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დამოკიდებულებით აგრძელებენ ცხოვრებას, ცდილობენ, შეცვალონ საკუთარი ცხვორების წესი და ახალი სიცოცხლით და ახალი ენერგიით გააგრძელონ [ცხოვრება].ერთთვიანი რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივით ცხოვრებას იწყებს გიორგი, მინდა ამ გზაზე წარმატება ვუსურვო, ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს, თეატრს, კინოს და საზოგადოებას, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“, – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ინსულინის ნემსები

მსოფლიო 1713952125

მედდამ ინსულინის გადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა (უცხოეთი)

პენსილვანიაში ყოფილ ექთანს დაახლოებით 19 ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. დადასტურებულად, მედდამ ინსულინის ფგადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა.41 წლის ჰეზერ პრესდი 2023 წლის მაისში დააკავეს. მოგვიანებით სახელმწიფო გამომძიებლებმა პრესდის ბრალი წაუყენა 2020-დან 2023 წლამდე 5 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, 19 სხვა პაციენტის მოკვლის მცდელობის ფაქტზე.პრესდის სავარაუდო მსხვერპლთა ორმა ოჯახმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში.ერთ-ერთი სარჩელის მიხედვით, პრესდიმ მოკლა 78 წლის ირინე საიმონსი, როდესაც მას მისი ქალიშვილი, ელიზაბეთი სტუმრობდა კლინიკაში.სარჩელში ნათქვამია, რომ როდესაც ელიზაბეტმა პალატა მცირე დროით დატოვა, პრესდიმ პაციენტს „60 ერთეული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი“ გაუკეთა. ქალს სუნთქვა გაუხშირდა. ოთახში დაბრუნებულ ელიზაბეთს კი დედა გარდაცვლილი დახვდა.„თავად ჰეზერ პრესდი არ გასულა ოთახიდან, არამედ დარჩა პალატაში და ამ ყველაფერს უყურებდა“, - ნათქვამია სარჩელში.საბოლოოდ, პრესდიმ აღიარა, რომ მთლიანობაში 120 ერთეული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი გაუკეთა სიმონს, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი არ ჰქონდა. სიმონსი იყო მესამე პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა პრესდის მეთვალყურეობის ქვეშ. მან ასევე აღიარა, რომ ცდილობდა მინიმუმ 19 სხვა პაციენტის მოკვლას.„პრესდეს ბრალად ედება ინსულინის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება იმ პაციენტებზე, რომელთაგან ზოგი დიაბეტით იყო დაავადებული და სჭირდებოდა ინსულინი, ზოგი კი არა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713952111

ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, ვიქნებით ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც არ გაანადგურებს ქართულ იდენტობას და საქართველოს - მამუკა მდინარაძე

საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუკი ვინმე მოინდომებს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სურს, ევროპელ პარტნიორებთან ღირსეული მეგობრობა. შესაბამისად, მდინარაძის თქმით, ქვეყანა პარტნიორებს ყველა სხვა საქმეში მხარს დაუჭერს, თუმცა ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად არ მიიღებს."ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს ნურავინ დაგვიდებს დღის წესრიგად და ნუ ამოგვიღებს მაგალითად იმ ტრიადიდან, რომელიც დიდმა ილიამ თქვა, სარწმუნოებას და ნუ ჩაგვინაცვლებს ნურავის ხელით - დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებენ, როგორც ეს ხდებოდა ორი-სამი წლის წინ და სარწმუნოებას ილიას ტრიადიდან ნუ ამოგვიღებს, დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით, ვითვალისწინებთ მაგ პათოსს და გვინდა მეგობრობა და ვიღაცებს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, უნდათ, რომ უფროსი დაინიშნოს და არ არის ასე." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.