„რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფრით ხატავდა“ - რას უყვება „პრაიმტაიმს“ უშგულელი გენიოსის მხატვრის ძმა

12:37 10-16-2019
7140

უშგულელი გენიოსი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე ბავშობიდან ხატავს. მისი ნამუშევრებით ამჯერად ცნობილი ბრიტანული გამოცემები დაინტერესდნენ. ის ჯერ კიდევ 1998 წელს ფრანმგა წყვილმა აღმოაჩინა და მისი გასაოცარი ნახატებით დაინტერესდა. 

სამწუხაროა, რომ მხატვარი და მისი ნამუშევრები საზოგადოებისთვის უცნობია.

მისი ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, ღრმა მნიშვნელობებითა და ნათელი ფერებით.

ის უშგულის მთებში, ულამაზეს ბუნებაში ცხოვრობს და არ იყენებს არანაირ ტექნოლოგიებს.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა უშგულში მცხოვრებ ფრიდონ ნიჟარაძის ძმას, ბატონ თემრაზს. ის ჩვენთან საუბარში ძმაზე ბევრს გვიყვება. 

რამდენი წლიდან აღმოაჩინა, რომ ხატავდა?

- ბავშობიდან ხატავს, რაც მოხვდებოდა ხელში ნახშირი, ცარცი, თოვლზე ჯოხით ხატავდა და შემდეგ სკოლაში დაიწყო ქაღალდზე ხატვა. რაც ფეხი აიდგა მის მერე ხატავს. 

როგორ აღმოაჩინეს გენიოსი მხატვარი უცხოელებმა? მასზე უცხოური მედიაც წერს. 

- ეს თუ ისაა, რომელიც მე ვიცი, ერთ-ერთმა გიდმა მოიყვანა და აჩვენა ნახატები, მაგრამ ინგლისელებზე ადრე ფრანგებმა შენიშნეს ფრიდონი, 1998 წელს ახალგაზრდა წყვილი ჩამოვიდა და პირდაპირ მოვიდნენ და მთელი ზამთარი ფრიდონზე გადაიღეს ფილმი, ფილმს უშგული ჰქვია. და იმ ფრანგებსაც შემთხვევით უთხრეს ჩემს ძმაზე. ისინი თბილისიდან ვერტმფრენით ჩამოვიდნენ. 

თუ გაუყიდია ნახატები?

- დიახ, როდესაც ძალიან გვიჭირდა მაშინ გავყიდეთ ნახატები.

მას გამორჩეული ნახატი თუ აქვს? 

- ყველა მისი საყვარელი ნახატია, შვილები არა ყავს, მაგრამ შვილებივით დაფოფინებს მის ნახატებს, ვინც ამოვა აჩვენებს და ბევრს უყვება საკუთარ ნახატებზე. ვეუბნები ხოლმე ნუ დაღალე ამდენი საუბრით-თქო. ოღონდ ნახატებზე ალაპარაკე.  

თუ აპირებთ გამოფენის გაკეთებას? 

- ვაპირებთ თბილისში 20 ნახატის ჩამოტანას, ოქტომბერში გვინდა, თუ მოხერხდა რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ძვირს ითხოვენ. კარგი იქნება თუ მოხერხდა. 

რა ღირს მისი ნახატები?

- 400$ დან იწყება მისი ფასი და ადის ძალიან მაღლა. წინა წელს 10 000 დოლარი შემოგვთავაზეს ერთ ნახატში, მაგრამ არ მივეცით. ბევრს უკვირს, მაგრამ არც ახლა მივცემ ამ ნახატს მაგ ფასად არავის. 

width=542

width=542

width=542

width=542

width=542

width=542

ავტორი: თამთა თორდია