„როგორ დავიჯერო, რომ უცებ თავის მოკვლა გადაწყვიტა?“ - ვინ არის კაცი, რომელიც სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

12:04 10-16-2019
5470

ქუთაისში, მამაკაცი, რომელიც გუშინ, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს ზურაბ ჭონიშვილია.

შუახნის მამაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, მეუღლეს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ქმარი თავს მოიკლავდა.

„მე დიდი ხანია საბერძნეთში ვარ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ვურეკავდი და ყურმილს არ იღებდა, შემდეგ მეზობელს ვთხოვე შესულიყო და გაეგო ხომ არაფერი უჭირდა. ცოტა ხანში კი გავიგე რომ თავი მოუკლავს. მას ისეთი ხასიათი ჰქონდა შეუძლებელია თავი მოეკლა, სულ ვეუბნებოდი ბავშვის ხასიათი გაქვს-მეთქი. დილით ბავშვის ხალიჩას წმენდდა, ჩვეულებრივად მესაუბრებოდა და როგორ დავიჯერო, რომ უცებ თავის მოკვლა გადაწყვიტა? ვფიქრობ, ეს არ არის თვითმკვლელობა. 180 მეტრი სიმაღლის კაცი, 230 მეტრზე როგორ ჩამოკიდებოდა? ისიც გაუგებარია ვის უნდა მოეკლა იგი“, - ამბობს გარდაცვლილი მეუღლე ნინო ჭონიშვილი.

იგი საბერძნეთიდან დღეს დილით ჩამოფრინდა.

მამაკაცის მეზობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილს არც ეკონომიკური და არც ოჯახური პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ გაუგებარია რატომ მოიკლა თავი.

გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში მოათავსეს და დღეს დილით სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის პასუხები ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.მომხდარზე გამოძიება სსჯ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.