ხალხს უნდა უთხრა, რომ მსგავსი ს***ობა არ განმეორდება - გიგი უგულავა

22:14 10-15-2019
182

არ ვაპირებ 2020-ის არჩევნების შემდეგ დავუთმო ვინმეს ისეთი გიჟური მართვა, როგორიც ახლაა,- ამის შესახებ „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ილაპარაკა და მათ მიერ დაანონსებული პოლიტიკური ამინისტიის მიზანი განმარტა.

„ამინისტია პიროვნებებს არ ეხებათ, ამინისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს. როცა პოლიტიკოსი წყვეტს, ვინ დაიჭირონ და ვინ არა, ის ქვეყანა კი არა, „ბანძუსტანია“.

არ ვაპირებ 2020-ის არჩევნების შემდეგ დავუთმო ვინმეს ისეთი გიჟური მართვა, როგორიც ახლაა. გამომივიდნენ ისინი, ვინც ამბობენ, რომ იმას ამას არ ვაპატიებთ და ამას არ ვაპატიებთო. ვის რას არ აპატიებთ ტუ ეს ქვეყანას სჭირდება? მე სულ ფეხზე მკიდია, პირადი წყენები. პიჯაკის გამო დევნილ პრეზიდენტს, სააკაშვილს ეს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, ისაა იდიოტური დევნის მსხვერპლი. ხალხს რომ აქვს შურისძიების შიში, ხალხს გული უნდა ამოუღო და უნდა უთხრა, რომ მსგავსი ს***ობა არ განმეორდება. ესენი კიდევ საპირისპიროს ამბობენ, რომ მოვალთ და დავიჭერთო. 3 დღეა მესმის მოღალატეები არიანო, „ევროპულმა საქართველომ“ საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყნის ინტერესების გამო, ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი დაუჭირა. რაც იგივე კანდიდატმა არ თქვა მეორე ტურამდე. სულ რომ ელისაშვილს ჰქონდეს შანსი, მე მის გვერდით დავდგები, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მომწონს ის, რასაც  საუბრობს“,- ამბობს გიგი უგულავა.

დამაზიანებელი, არაგონივრული, ბრიყვული და თვალთმაქცურად ნათქვამია, რაც კარგად გამოსდით ხოლმე.“ - ასე შეაფასა გადაცემა ამავე გადაცემაში ნიკა მელიამ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ გზავნილი.

ცნობისთვის, „ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის არ გაასამართლებენ, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.