ირაკლი მეზურნიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უპასუხისმგებლოდ მიუდგა პროექტს და ვალდებულებები ვერ შეასრულა

21:54 10-15-2019
13

ჩვენთვის ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია როგორც კომერციულად და ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ეს არის უსაფრთხოების გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკური და სატრანზიტო კუთხით ეს ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია. სამწუხაროა, რომ კონსორციუმი პირდაპირ შეიძლება ვთქვათ უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ პროექტს და ვალდებულებები ვერ შეასრული, ამ მომენტამდე ეს ვალდებულებები არ იყო შესრულებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წლის აგვისტოში პირველი ვალდებულება ამოიწურა, როდესაც კონსორციუმს უნდა მოეტანა ხელშეკრულებები, უნდა შეევსო პირველად თავისი კაპიტალი 120 მილიონი დოლარი და უნდა მოეტანა ხელშეკრულება იმ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელსაც 400 მილიონი დოლარის მხარდაჭერით იქნებოდა წარმოდგენილი ამ პროექტში. ეს არ მოხდა და დაიწყო გადავადებების სერია.

„პარადოქსული სიტუაციაა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტიზე, რომელსაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან, ჩვენი ხელისუფლებისგან და თურმე ამდენი წლის მერე, როდესაც ფაქტიურად 2020-ში ჩვენ პირველი ტვირთები უნდა მიგვეღო. სამწუხაროდ დღესაც, იდეალურად რომ განხორციელდეს ეს პროექტი, პირველ ტვირთვს მივიღებთ 2022 წელე მივიღებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი ორწლიანი დაგვიანებით განხორციელდება . 2017 წლის აგვისტოში პირველი ვალდებულება ამოიწურა, როდესაც კონსორციუმს უნდა მოეტანა ხელშეკრულებები, უნდა შეევსო პირველად თავისი კაპიტალი 120 მილიონი დოლარი და ასევე უნდა მოეტანა ხელშეკრულება იმ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელსაც 400 მილიონი დოლარის მხარდაჭერით იქნებოდა წარმოდგენილი ამ პროექტში. ეს არ მოხდა და შემდეგ უკვე დაიწყო გადავადებების სერია, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი მოეკიდა გაგებით და ყოველ ჯერზე აძლევდა შანსს და მხარდაჭერას, რომ კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადავადება. მე რა თქმა უნდა დაველოდები ანაკლიის კომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს. ძალიან მნიშვნელოვანია , რომ არჩეული იყოს სწორი სტრატეგია, რადგან ჩვენთვის ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია როგორც კომერციულად და ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ეს არის უსაფრთხოების გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკური და სატრანზიტო კუთხით. ეს ლეგიტიმაცია ჩვენ თვითონ მივეცით ამ პროექტს და შევახსენებ საზოგადოებას , კონსტიტუციაშიც გვაქვს ჩაწერილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და სამწუხაროა, რომ კონსორციუმი პირდაპირ შეიძლება ვთქვათ უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ პროექტს და ვალდებულებები ვერ შეასრული, ამ მომენტამდე ეს ვალდებულებები არ იყო შესრულებული”,- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„ის ორი ინვესტორი, რომელიც წარმოადგინა კონსორციუმმა, ამის ვადები ჯერ კიდევ არ ამოწურულა. მთავრობას ოფიციალურად აქვს ვადები,რომ განიხილოს და მწვანე შუქი აუნთოს იმ ინვესტორებს, რომლებიც არიან წარმოდგენილნი“,- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.