ვერის აღმართიდან სვანურ კოშკებამდე -80 წლის ვერელი ბებოს ახდენილი ოცნება

20:20 10-15-2019
218

80 წლის ნანა მეგრელიშვილი მარტოხელაა. პენსიამდე იგი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. როგორც თავად ამბობს, კარგი სამსახურივით წლებია, ყოველდღე მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზას გადის ვერის აღმართზე.

ნანა მეგრელიშვილი საზოგადოებას ”რადიო თავისუფლებამ” გააცნო. ამბობდა, რომ ბევრი ადგილი ჰქონდა ნანახი, მაგრამ სვანეთი არასოდეს ენახა და ამ ულამაზეს კუთხეში მოგზაურობა ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.width=714

ნანა ბებოს ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ოცნებები ხდება, მით უფრო თუ ისეთი ადამიანები გამოჩნდებიან, როგორიც თბილისიდან რვა წლის წინ საცხოვრებლად სვანეთში გადაბარგებული მასწავლებელი ნათია ნაცარაშვილია.

 

წყარო: mshoblebi.ge