VIDEO: რის დასამტკიცებლად ჩაატარა ექსპერიმენტი ანაკლიის მაჟორიტარმა დეპუტატმა „პრაიმტაიმთან“

18:22 10-15-2019
720

ანაკლიის მაჟორიტარ დეპუტატს, დათა შელიას იმის დამტკიცება სურს, რომ ურეკის მსგავსად ანაკლიის სანაპიროზე მაგნიტური ქვიშა არსებობს.

ექსპერიმენტის ჩასატარებლად დათა შელიამ ქვიშა ანაკლიის რამდენიმე სანაპიროდან აიღო. 

„როცა მექნება ოფიციალური საბუთი, ლაბორატორიულად დამტკიცებული,ჩვენ ხალხიც უფრო მასშტაბურ რეკლამას გავუწევთ ანაკლიას. ვფიქრობთ, რომ ანაკლიას რეკლამირება აკლია. იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად დავადასტურებ, რომ ანაკლიის ქვიშა დიდი რაოდენობით მაგნიტს შეიცავს, აქ ტურისტების რაოდენობაც მოიმატებს და უფრო მეტი ხალხი ჩამოვა“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ დათა შელიამ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის განვითარების პროექტს, კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმი აღარანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებს.

მისივე თქმით, მთავრობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საბოტაჟს ახორციელებს და კულუარულად აფიქსირებს, რომ ანაკლია კომერციულად გამართლებული პროექტი არაა.

„რა განწყობა აქვთ, იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინათ ეს ჩვენი მოწოდება და გადავსულიყავით უფრო კონსტრუქციულ საუბარზე, კიდევ ერთხელ ძალიან ნეგატიურად აკნინებენ ამ პროექტს“,- აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება.

ექსპერიმენტი დათა შელიამ „პრაიმტაიმისთვის“ ჩაატარა.  

ავტორი: თეა შონია