Exclusive „ყველასთვის საყვარელი მომღერლის ოჯახში სირთულეები იყო“ - სეფაშვილების ოჯახის საიდუმლოება

18:06 10-15-2019
2947

მერაბ სეფაშვილი 58 წლის გახდა. როგორც მისი მეუღლე, ნინო ჯურხაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მომღერალი ამ ასაკში დიდად შეცვლილი არ არის. კარგად ვიცნობთ მერაბს, როგორც მომღერალს, თუმცა ცოტა რამ თუ ვიცით ცვალებად და კაპრიზულ  სასწორზე. 

ნინო ჯურხაძე: - დარდიანი და ფრთხილი ყოველთვის იყო. მზრუნველი მამა და ბაბუაა. სასწორის ზოდიაქოს ნიშნის მატარებელია და მერყევი ხასიათი აქვს. წუთში შეიძლება ცხრაჯერ შეიცვალოს გუნება-განწყობილება. ტიპიური სასწორია. ამ ნიშნის ზოგადი დახასიათება ისე ემთხვევა მერაბის ხასიათს, წაკითხვისას მისი დახასიათება მეგონა. გაბრაზებასაც მალე ივიწყებს, მეორე წუთში აღარ ახსოვს და კარგ ხასიათზეა. ბევრი წელია მისი ხასიათი გათავისებული მაქვს. აქვს ბევრი კაპრიზი, მაგრამ მე მის ყველა კაპრიზს ვემორჩილები! ეს ყველამ იცის.

35 წელია ერთად ვართ. ბევრი სირთულე გადავლახე, იოლად არ ჩაუვლია ამ წლებს. ყველასთვის საყვარელი მომღერლის ოჯახში სირთულეები იყო. რაღა დაგიმალოთ და ყოფითი პრობლემა ბევრი გვქონდა, უფრო მეტიც, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მაგრამ ორი არაჩვეულებრივი შვილით რაღაცნაირად ერთად გადავლახეთ. 

- როგორ მოგწონთ მერაბის ვარცხნილობა?

- ისევე როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც უცხო იყო. რაღა დაგიმალოთ და ძველ ვარცხნილობაში უფრო მომწონდა. მაგრამ თითქოს მივეჩვიე. მას მოსწონს და თავს ბედნიერად გრძნობს. შესაბამისად, ჩვენც გვერდში ვუდგავართ. 

- ახლა რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში?

- შვილიშვილებში ბედნიერები ვართ, ვხალისობთ. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე