Exclusive: სამშობლოს მუდამ საქართველო ერქმევა - ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობის ამერიკული ცხოვრება

14:26 10-15-2019
811

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მასხიობი გიორგი დარჩიაშვილი, რომელიც ჰოლივუდის ფილმის მონაწილეა, მისი 20 წლიანი ამერიკული ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს სთავაზობს.

მსახიობს, გასულ წელს, ჰოლივუდში ფილმ NIGHT WALK (რეჟისორი აზიზ ტაზი), მონაწილეობა შესთავაზეს, სადაც ციხის პოლიციის ზედამხედველის როლს ასრულებს.

პრემიერა, 2019 წლის დეკემბერში შედგება, სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები - მიკი რურკი, ერიკ რობერტსი და რიჩარდ ტაისონი ასრულებენ.

width=600

დრამატული ჟანრის ფილმი, არაბების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებსაც რელიგიის და ტერორიზმის გამო, სასტიკად ეპყრობიან.

რამდენიმე წლის წინ, მსახიობი კალიფორნიის შტატში გადავიდა სახოვრებლად, სადაც აშშ-ის „FBI“-ის დაცვის „ოფიცრის კურსები“ დაამთავრა, რის შემდეგ, დაცვის სამსახურში განაგრძო მუშაობა. მალე მას, კაპიტნის წოდებაც კი მიანიჭეს. 

width=600

მსახიობი, პროფესიას არ ღალატობს და პარალელურად მსახიობობასაც ითავსებს - როცა ფილმში გადაღებას სთავაზობენ, არასოდეს უარს არ ამბობს. 

 - რას მოღვაწეობთ ამ ეტაპზე?

- დავამთავრე, უმაღლესი „დაცვის საოფიცრო კურსები“ და სახელმწიფო დაცვის ოფიცერი გავხდი. მაგრამ როცა გადაღებებზე მიწვევნ, არ ვღალატობ, ჩემს პირველ და მთავარ პროფესიას!

width=600

- რა გეგმები გაქვთ მომავალში?

- მომავალი წელის ზაფხულში, საქართველოში საკუთარი ფილმის გადაღებას ვგეგმავ, ეს უკვე გადაწყვეტილია!  ამერიკული ფილმის ბიუჯეტს, ფრანგი ბიზნესმენი აფინანსებს.

- ვინ არის ფილმის სცენარის ავტორი?

 - ფილმის გადაღებას, ჩემი სცენარის მიხედვით ვგეგმავ. ისტორია, 1917 წლის გაზაფხულზე ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდა მღვდელს და გიმნაზიის ახლად დამთავრებულ მოწაფეს ეხება.

- რა გამოხმაურება ჰქონდა სცენარს?

- ამერიკელებმა შემომთავაზეს სცენარი მიმეყიდა, რაზეც არ დავთანხმდი.

width=600

- ვინ იქნება ფილმის პროდიუსერი?

- ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნება. ამ დღეებში,  შევხვდრას ვგეგმავ ფილმის პროდიუსრთან დავით ბეჟიტაშვილთან. ის, საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი სპეციალისტია -  ბოლოვუდთან კარგი ურთიერთობა აქვს, ცნობილი ვარსკვლავები ჩამოჰყავს და საქართველოს კულტურას და ღირშესანიშნავ ადგილებს აცნობს. მე, მისი მჯერა!

რა გახდა ამერიკაში თქვენი დარჩენის რეალური მიზეზი?

1999 წელს, ვაშინგტონში გაიმართა ვლადიმერ მოტილის ფილმის „დავრჩეთ სანამ კარგები ვართ“ პრემიერა, რომლის მთავარი გმირს(ბაგრატ ტაიბში) ვასრულებდი. ჩვენებაზე, პერსონალურად მიმიწვიეს. სწორედ, მას შემდეგ გადავწყვიტე, აშშ-ში ბედის ძიება. 

width=600

- ამბობენ, პოეზიის დიდი მოყვარული ხართ და ლექსებაც წერთ.

- როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ლექსების წერას ვიწყებ. ერთ წელიწადში, 300-ზე მეტი ლექსი დავწერე - ოთხი სცენარი და ერთი რომანი მაქვს დაწერილი. დღეში - 10-15 საათს ვმუშაობ. 

width=600

 „მთებშია ძალა,

ქვეყნის ფესვებიც,

ჯიხვთა რქებით არს

ანალესები,

ჭიუხზედ მდგარი

ბრგე მეომარი

დაჰყურებს არაგვს

როგორც აფთარი,

აბობოქრებულ

არაგვს და რიონს

არ დაუკარგა

მან სამართალი,

მთებში, ხევში,

თუ მოხევეებში

სისხლი სჩქეფს!

როგორც ჩანჩქერის

სკდომა

მიწა ინახავს

ზღვა გმირებს ეხლაც,

საუკუნეებს ითვლის

წმინდანნიც...

ფრთხილად! იყავით

დასასრული!

ჩვენ არ გვეხება

მჩაგვრელს ერევა,

დაიმახსოვრეთ!

არ დაგავიწყდეთ!

სამშობლოს!

მუდამ

საქართველო!

ერქმევა....

G.D“ - წერს გიორგი დარჩიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ წინ, გიორგი დარჩიაშვილმა აშშ-ში „ბედის ლატარეაში“ სცადა ბედი და კიდეც გაუმართლა. მან ვარსკვლავი მოიგო, რომელიც ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ უნდა გაეხსნათ. მსახიობმა, ვარსკვლავის გახსნეზე უარი განაცხადა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე