აშშ-მ თურქეთს სანქციები დაუწესა

12:48 10-15-2019
51

თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქ მინისტრებსა და სამთავრობო პირებს სანქციები დაუწესა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუკავშირდა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოსთხოვა. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი კონფლიქტის ზონაში, რაც შეიძლება მალე ჩავა.

თურქეთმა მასშტბური სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ სირიიდან ამერიკყული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. დონალდ ტრამპის ამ ნაბიჯს დიდი კრიტიკა მოჰყვა, ქურთი მებრძოლებიც და რესპუბლიკელებიც მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, თურქეთს გზა გაუთავისუფლდა ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია მიზნად სასაზღვრო რეგიონიდან ქურთი მებრძოლების, სირიის დემოკრატიული ძალების განდევნას ისახავს. ოფიციალური ანკარა ქურთ მებრძოლებს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.

სამხედრო ოპერაციის შედეგად ორივე მხარეს დაღუპულია ათობით ადამიანი. საომარი მოქმედებების გამო, საცხოვრებელი სახლი დატოვა ათობით ათასმა სირიელმა.

ავტორი: მარიამ გიგანი