მექსიკაში ნარკოდილერები პოლიციას ჩაუსაფრდნენ - მოკლულია 13 ოფიცერი

12:40 10-15-2019
100

მექსიკაში ნარკოდილერები პოლიციას ჩაუსაფრდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „AP“ - ავრცელებს.

მექსიკის ქალაქ აგუილასთან პოლიციის ესკორტს კარგად შეიარაღებული დილერების ჯგუფი ჩაუსაფრდა და ორმხრივი სროლის შედეგად 13 პოლიციელი ადგილზე დაიღუპა 9 კი მძიმედ დაიჭრა.

პოლიციელებისათვის დასახმარებლად გაგზავნილი 42 ოფიცერი საკმარისი არ აჩმოჩნდა, რადგან მათ თავს ნარკოდილერების 30 კაციანი ჯგუფი დაესხა. თავდამსხმელები მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და შეჯავშნული მანქანებიდან ისროდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით ადგილიდან პოლიციელების გვამების გამოტანა ჯერ კვლავ ვერ ხერხდება. რამდენიმე ოფიცერმა ალმოდებული ავტომობილებიდან გადმოსვლა ვეღარ მოახერხა.