თბილისის ზღვაში ფეკალიებს ჩამშვებს სოლიდური სანქცია დაეკისრება - კალაძე

11:49 10-15-2019
24

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის ზღვაში ჩამავალი ფეკალიების შესახებ ისაუბრა და თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებებიც მოისმინა.

ხმალაძის თქმით, ამ საქმეზე უკვე გამოწერილი სამართლებრივი აქტი და მასალები გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში.

„თავიდანვე დროულად მოხდა პრობლემის აღმოფხვრა, გამოიწერა სამართლებრივი აქტი, გამოეწერა ჯარიმა კონკრეტულ სუბიექტს, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელწოდებას. მასალები გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელმაც უნდა დაითვალოს გარემოზე მიყენებული ზიანი და საკმაოდ სოლიდური სანქცია უნდა დაეკისროს ამ იურიდიულ პირს“,- აღნიშნა ხმალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „GWP“-მაც გააკეთა განცხადებები, რომ სასმელ წყალს არ აქვს არანაირი პრობლემა. სინჯების აღება და წყლის ფილტრაცია ყოველდღიურად ხდება.