A კატეგორიის მძღოლები დამატებით ვაუჩერებს მიიღებენ

11:23 10-15-2019
26

1-ლი ნოემბრიდან ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებით უსასყიდლოდ მიიღონ ქიმიური წმენდის ვაუჩერი,- ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაუჩერების გაცემის დროს ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაიხარჯება.

„1-ლი ნოემბრიდან ტაქსის  მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებით უსასყიდლოდ მიიღონ ქიმიური წმენდის ვაუჩერი. სამწუხაროდ ამ ვაუჩერით აქამდე ცოტამ ისარგებლა. ყველა ის ტაქსის მძღოლი რომელიც ისარგებლებს ქიმიური წმენდის ვაუჩერით, დამატებით გადაეცემათ ვიანორის 15% დან 20% ფასდაკლების ვაუჩერი. თქვენი ავტომობილები უნდა იყოს სუფთა, რათა მგზავრი დარჩეს კმაყოფილი. ამაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი რ დაიხარჯება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

A კატეგორიის ყველა ტაქსის მძღოლი შეტყობინებას მიიღებს, რის შემდეგაც შესაბამის მისამართზე შეძლებენ ვაუჩერი აღებას.

მისივე თქმით, მუდმივად შემოწმდება ის, თუ როგორ არის მოწესრიგებული ტაქსი და რამდენად კომფორტულია ის მგზავრისთვის.