როგორ მოვხვდეთ ფალიაშვილიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ - ტრანსპორტის სქემა იცვლება

10:23 10-15-2019
89

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი  მოძრაობის მიმართულება. 

როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.

გარდა ამისა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.