ვიდეოები

1713177420

VIDEO: ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო.დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. სხდომა კი ამ დროისთვის შეწყვეტილია. 

ელისაშვილის ჩხუბი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

gia abashidze

პოლიტიკა 1713253849

საქართველო ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მიიღოს, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ. მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის აშშ-დან, სადაც უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს - გია აბაშიძე

ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი "ექსპერტ-არასამთავრობოების" ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ მოსამართლეებზე.ანალიტიკოსის თქმით, საქართველო არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ., მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.„ვიზებით უსაფუძვლოდ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ბოლო განცხადებაზე:გრძელდება ის არაადეკვატური დამოკიდებულება საქართველოსადმი, რასაც ეწოდება "NGO Georgia". ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ.ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი "ექსპერტ-არასამთავრობოების" ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი.მოცემულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.ამ გზავნილით მე და თანამოაზრეები ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ისეთივე "ანტიამერიკელები" ვართ, როგორც აშშ-ის ის მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალური ვაშინგტონის რიგ უსამართლო პოლიტიკებს თავისუფლად აკრიტიკებენ“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სალტანატი

სამართალი 1713253713

VIDEO: ნივთმტკიცებულებების გახსნა დაიყო - რა იპოვეს სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის ჩანთაში

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.გარდაცვლილი ქალი სამართალდამცველებმა სასტიკად ნაცემი და შიშველი აღმოაჩინეს ბიშიმბაევის კუთვნილ რესტორნის ვიპ-ოთახში. ბიშიმბაევს სურდა ყველას დარწმუნება, რომ საცვალი შემთხვევით გაიხა და მასზე სექსუალურ ძალადობას არ ცდილობდა. გუშინ, სასამართლოზე ბრალდების მხარემ დაიწყო იმის განხილვა, თუ რამდენად ბრენდულ და ძვირად ღირებულ კოსმეტიკას იყენებდა მოკლული. ვრცლად ↓ @iamyrysbek Можете выкинуть за борт этих троих? #fypシ #суд #бишимбаев #суднадбишимбаевым #салтанатнукенова #засалтанат ♬ Past Lives (slowed + reverb) - sapientdream & Slushii აქვე, შეგიძლიათ, სასამართლო პროცესს თვალი  პირდაპირ ეთერში ადევნოთ↓ასევე ნახეთ:VIDEO: "პირი აღარ ეხსნებოდა...ვცადე, გულის ხელოვნურად ამუშავება..." - რესტორნის დირექტორის შოკისმომგვრელი ჩვენებაVIDEO: "ხელი ძლიერად მომიჭირა, ალბათ, შველას მთხოვდა..." - ახალი დეტალები სკანდალური სასამართლო პროცესიდან

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1713253498

პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს - ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელ “X”-ზე დაწერა, რომ: "სპეცნაზი" წყლისა და გაზის ბალონებით მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. დაკავებები გრძელდება“.ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ  სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა,  ამის საპირისპიროდ აქცია ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის  და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.„სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა,  ამბობდა რომ პოლიცია და “სპეცნაზი”  მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, აქციაც ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა. ეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის  და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს მის ქმედებებში ახალი თავია.“-წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713252685

თუ რამე ინფორმაცია აქვთ გადმოსცენ ქართულ მხარეს და აუცილებლად მივხედავთ, ასეთი განცხადებები კი დიდ ნდობას არ იწვევს, იმ ფონზე, როცა მათ მიერ დაწუნებული მოსამართლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო იწონებს - ლევან ნიკოლეიშვილი ქართველი მოსამართლეების შესახებ მეთიუ მილერის განცხადებაზე

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, ისევ მიაჩნია რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუმპირებული მოსამართლეები არიან, უფრო მეტიც მათი საქმეები გამოძიებას მოგვიწოდებს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ რამე ინფორმაციაა აქვთ გადმოსცენ ქართულ მხარეს და ჩვენ მერე აუცილებლად მივხედავთ, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას - "საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად".ნიკოლეიშვილის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორისთვის უმჯობესი იქნება, საქართველოსთან მიმართებით რაიმე განცხადების გაკეთებამდე, საკითხი გადაამოწმონ, ვინაიდან სახელგატეხილი პოლიტიკოსების და არასამთავრობო სექტორის ბრმად დაჯერებამ, ბევრი უხერხულობა შექმნა."ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, ისევ მიაჩნია რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუმპირებული მოსამართლეები არიან, უფრო მეტიც მათი საქმეები გამოძიებას მოგვიწოდებს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ რამე ინფორმაციაა აქვთ გადმოსცენ ქართულ მხარეს და ჩვენ მერე აუცილებლად მივხედავთ. ასეთი განცხადებები კი დიდ ნდობას არ იწვევს ჩვენს საზოგადოებაში, იმ ფონზე როცა მათ მიერ დაწუნებულ მოსამართლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო იწონებს, როგორც ეს მოხდა ნიკა გვარამიას მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში. ამ ყველაფერს ემატება თავად ამერიკელების დაბალი ნდობის ხარისხი თავიანთი სასამართლოს მიმართ-და ამ ინფორმაციას მათი საკმაოდ ცნობილი მედია საშუალება CNN ავრცელებს! ამიტომ, ხომ არ ჯობია ჩვენთან მიმართებაში რაიმე განცხადების გაკეთებამდე, ჯერ საკითხი გადაამოწმონ, საქართველოში სახელგატეხილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის ბრმად დაჯერებამ არაერთი სერიოზული უხერხულობა წარმოქმნა, რაც ნამდვილად არ უხდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას." - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

კორეის რესპუბლიკა

პოლიტიკა 1713252551

კორეის რესპუბლიკაში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან  – ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ.გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება.მინისტრის მოადგილის თქმით, კორეის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა; ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.„კორეის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია აზიის რეგიონში. ეს ქვეყანა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქციისთვის, როგორებიცაა ღვინო, მინერალური წყლები, სასურსათო პროდუქცია. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი გაიმართება.„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, საქართველოში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, კერძოდ, თითქმის სრულად იქნა მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.