წარმატებული ექსპერიმენტი - მეცნიერებმა მკვდარი ტვინი გააცოცხლეს

21:31 10-14-2019
112

იაპონელმა მკვლევარებმა თაგვის მკვდარი ტვინი გააცოცხლეს და ის 25 დღის განმავლობაში შეინარჩუნეს. ამის შესახებ Analytical Sciences-ი წერს. ექსპერიმენტი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით შედგა.

მკვდარი ორგანო ახლებურიად მოწყობილ კონტეინერში მოათავსეს, რომელშიც ხელოვნური მემბრანა იყო. ამ მოწყობილობაში ქსოვილი მკვებავი ნივთიერებებით იჟღინთებოდა.

საქმე ისაა, რომ ორგანოს სითხეში შენახვა მასში აირცვლას და ამიტომაც, ძველი მეთოდით, მისი შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი.

ახლა კი მეცნიერებმა დაზუსტებით იციან, რომ სამი კვირისა და 3 დღე ცოცხალი იყო, ვინაიდან ექსპერმენტში გენომოდიფიცირებული თაგვები გამოიყენეს. მათ ტვინში ფლუორესცენტული, იგივე მანათობელი ცილა გამომუშავდებოდა.

მეცნიერები ამ მოწყობილობის საშუალებით ახლა უფრო გრძელვადიან შედეგზე თვლიან. მათი აზრით ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტრანსპლანტაციისთვის, არამედ ორგანოგენეზისთვისაც.