ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ბუდუ

საზოგადოება 1711658861

,,ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“ - ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ფეხბურთელის წარმატებაზე

 ბუდუ ზივზივაძე ერთ დღეში პოპულარობის მწვერვალზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზე ორი გოლით საქართველოს გამარჯვება მოუტანა.გთავაზობთ მისი მეუღლის პირველ ინტერვიუს:„ძალიან კარგი მამაა, ძალიან მეხმარება შაის აღზრდაში. 21-ში მატჩის შემდეგ, იმდენი მოლოცვები მივიღეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი ოჯახის წევრებმა. მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“,- ამბობს ნინი კვერნაძე

kvara

სპორტი 1711658751

,,ჩემო ძმებო და მეგობრებო...“ - რა უთხრა კვარაცხელიამ თანაგუნდელებს მოედანზე გასვლამდე

 საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან პლეი ოფის მოგებულ ფინალამდე გასახდელში მომხდარი საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომლის გმირიც ხვიჩა კვარაცხელია იყო.„მოედანზე გასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სიტყვა ითხოვა. შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“, – გაიხსენა დავით ხარაბაძემ.

შუქი

საზოგადოება 1711658443

თბილისში, შუქი 3 რაიონს გაეთიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

29 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, დადიანის და ჭილაიას  ქუჩების მოსახლეობას."კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

სპორტსმენი

საზოგადოება 1711658382

გაიცანით სპორტსმენი, რომელმაც ეგვიპტის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

რამდენიმე დღის წინ, ქართველმა სპორტსმენმა იაგო გორგოძემ, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მსოფლიო თასზე, გამარჯვება მოიპოვა. პარაძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.ვინ არის იაგო გორგაძე, რა გზა გაიარა წარმატებამდე და როგორ იხსენებს საბედისწერო დღეს, რომელმაც ეტლს მიაჯაჭვა, სწორედ ამ სტატიიდან შეიტყობთ.მასთან ინტერვიუ წლების წინათ, გაზეთ „პრაიმტაიმში“ ჩაწერე. მაშინ უკვე არაერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ლონდონის პარაოლიმპიადისთვის ემზადებოდა. წინ კიდევ დიდი მიზნები ჰქონდა...მისი სახელი და გვარი ქართული პარაოლიმპიური სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიადაზე გამოვიდა. წოლჭიმის სახეობაში მოასპარეზე იაგო გორგაძე 1999 წელს მომხდარმა ავარიამ ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა... მაშინ 22 წლის სტუდენტს მეგონა, რომ სიარულს ისევ შეძლებდა...აი რას უყვებოდა 2011 წელს „პრაიმტაიმს“  პირველი ქართველი პარაოლიმპიელი. „1999...“ სპორტით ბავშვობაში დაინტერესდა. როცა მეხუთეკლასელს მამამ ჰანტელები უყიდა, პატარა იაგო კულტურისტობაზე ოცნებობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძო, პარალელურად პოლიციის აკადემიაში ჩაირიცხა...იაგო გორგოძე: „1999 წლის 19 სექტემბერს ავარიაში მოვყევი... კახეთში მეგობართან რთველში ვიყავი დაპატიჟებული, უკან რომ ვბრუნდებოდით, მძღოლის დაუდევრობის გამო ბადიაურის ხიდიდან გადავვარდით... მანქანაში სულ ექვსნი ვიყავით. მე უკან ვიჯექი... ჩემ გვერდით 3 ადამიანი იჯდა, ქალბატონი, ახალგაზრდა გოგონა და 12 წლის ბავშვი. სამივე დაიღუპა... როცა მანქანა ხრამში გადავარდა, მეძინა, არაფერი გამიგია... მძიმედ დავშავდი. ხერხემალზე ორი ოპერაცია გამიკეთეს, რამდენიმე მალა მქონდა დაზიანებული... მოტეხილი მქონდა ფეხი, ლავიწის ძვალი... რამდენიმე დღის შემდეგ, ღმერთის დახმარებით, კომიდან გამოვედი... რეანიმაციაში გავახილე თვალი. როდესაც მითხრეს, რომ ავარიაში მოვყევი, მაშინვე მანქანაში მჯდომი სხვა ადამიანები მოვიკითხე. მითხრეს, რომ ყველა მძიმედ იყო...1999 წლის 19-მა სექტემბერმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, უფრო სწორად ახალი ცხოვრება დავიწყე. 22 წლის სტუდენტი ბიჭი, რომელიც აქტიური ცხოვრების რეჟიმიდან უცებ სავარძელში აღმოვჩნდები... ვერ გადმოვცემ, რას გრძნობ, რა გემართება და რა მდგომარეობაში ვარდები... თავიდან საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ სიარულს ვეღარ შევძლებდი. ოქტომბერში დაბადების დღე მაქვს და ექიმს ვეკითხებოდი, ჩემი დაბადების დღისთვის ხომ გავივლი-მეთქი... მაშინ ყველა მაიმედებდა, რომ გავივლიდი... სამი თვის შემდეგ გამომწერეს საავადმყოფოდან მაშინ მივხდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ვფიქრობდი... ეს დროის ფაქტორია, მაგრამ იმედი ახლაც მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება და მედიცინაში მიღწეული შედეგებით, დამოუკიდებლად სიარულს ისევ შევძლებ...“„გზა პარაოლიმპიადამდე“ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, რეაბილიტაციას ყირიმში გადიოდა. ამბობს, ფიზიკურად იქ მომაძლიერესო. საქართველოში დაბრუნებულმა აქტიურად დაიწყო ვარჯიში.„თბილისში დაბრუნების შემდეგ, მეგობრის მოცემული გირებით დავიწყე ვარჯიში. მაშინ ჩემი ძმა ოლიმპიურ სკოლაში სწავლობდა და პარალელურად მასთან დარბაზში დავიწყე ტრენაჟორებზე სიარული. ასეთ მდგომარეობაში დავამთავრე ორივე უნივერსიტეტი...როცა 2004 წელს ათენის ოლიმპიადა ჩატარდა, პირველად მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა... მაშინ უკვე აქტიურად ვვარჯიშობდი წოლჭიმში.მივმართე თბილისის პარაოლიმპიურ კომიტეტს, სამხრეთ კორეაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, მონაწილეობის მიღება მინდა და იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. მითხრეს, რომ უსახსრობის გამო ისინი ვერ დააფინანსებდნენ ჩემი გამგზავრების ხარჯებს. იმედი არ დამიკარგავს, ვარჯიში გავაგრძელე, მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით, 2006 წელს სრულიად მარტო, ტრენერის გარეშე, გავემგზავრე სამხრეთ კორეაში. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში 122 კილო ავწიე, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ გადადგმული.“ „შეუძლებელი არაფერი, მთავარია მიზანი“ 2008 წელს, როცა გორში ჯერ კიდევ რუსი ჯარისკაცები მარადიორობდნენ, იაგო გორგოძე საქართველოს ღირსებას პეკინის პარაოლიმპიადაზე იცავდა... „მიდი იაგომ შენ ამას შეძლებ!“- ამ სიტყვებით ამხნევებდა პეკინში მწვრთნელი 31 წლის წოლჭიმის სახეობაში მოასპარეზე ქართველ პარაოლიმპიელს.„2008 წელს პეკინის პარაოლიმპიადაზე მერვე ადგილზე გავედი, 145 კილო ავწიე. მიხარია, რომ ყველაზე ძლიერი ქართველი ვარ ასეთ მდგომარეობაში. თავიდან 100 კილოგრამით დავიწყე, მაგრამ ახლა ბევრად ბევრს ვეწევი. კვირაში ოთხ დღეს, სამ-ოთხ საათს ვვარჯიშობ.“ „სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ დავდივარ...“  „დიდი სურვილი მაქვს, შეიქმნას ცენტრი სადაც ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შევიკრიბებით, ერთმანეთს გავიცნობთ და ვისაუბრებთ... ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემსავით სავარძელში სხედან და არ აქვთ საშუალება, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ...ადრე მშობლებს ეტლში მჯდომი შვილების რცხვენოდათ და ცდილობდნენ, არსად გამოეჩინათ. ჩემი ოჯახის შემთხვევაში პირიქით იყო, მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სადმე გავსულიყავი, მაგრამ მე არ მინდოდა, ჩემი მდგომარეობით ვინმე შემეწუხებინა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ რეალიზებული ვიყო.“უბედური შემთხვევიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში, ყოველდღე ერთსა და იმავე სიზმარს ხედავდა... ახლაც ხშირად ესიზმრება, რომ დადის... „მაგრამ რეალობა სხვა არის და ამას ვერსად გავექცევი. მე მომავალს იმედით ვუყურებ. ჩვენ მედიცინამ უნდა გვიშველოს. კარგი სამეგობრო წრე მყავს და მათი დახმარებით კვირაში ერთი დღე სანადიროდ ან სათევზაოდ დავდივარ. ცხოვრებას ვიმრავალფეროვნებ, ვცდილობ, აქტიური ვიყო...“- ამბობდა „პრაიმტაიმთან ინტერვიუში იაგო გორგაძე.

სიამის ტყუპი

მსოფლიო 1711657717

ცნობილი სიამის ტყუპიდან, ერთ-ერთი და მალულად დაქორწინდა - შეძლებენ თუ არა ისინი შვილის გაჩენას

ამერიკელი მასწავლებელი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა რეალითი სატელევიზიო შოუში თავის სიამის ტყუპთან ერთად, ახლა დედობაზე ამახვილებს ყურადღებას, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამი წლის წინ მალულად  დაქორწინდა.ები ჰენსელმა იქორწინა 33 წლის ჯოშ ბოულინგთან.ები და მისი და ბრიტანი, ისტორიაში დიცეფალიური ტყუპებიდან ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი წყვილიდან, რომლებიც გადაურჩნენ ჩვილობას. მათ პოპულარობა მოიპოვეს 28 წლის შემდეგ.მოზარდობის პერიოდში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, მათმა დედამ თქვა, რომ მათ ძალიან სურდათ ოდესმე საკუთარი შვილები ჰყოლოდათ და განმარტა: „ეს შესაძლოა მოხდეს, რადგან საჭირო ორგანოები ნამდვილად მუშაობს“.”დიახ, ჩვენ დედები გავხდებით”, - დაეთანხმა ბრიტანი.ები დათანხმდა და თქვა: "დიახ, ჩვენ ერთ დღეს დედები ვიქნებით, მაგრამ ჯერ არ გვინდა ვისაუბროთ ამაზე“.წყვილს შეუძლია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჭამა, წერა და დავალებების შესრულება, მაგრამ იზიარებენ ერთ სხეულსა და ყველა ორგანოს, წელის ქვემოთ, მათ შორის ნაწლავებს, შარდის ბუშტსა და რეპროდუქციულ ორგანოებს.ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დაორსულება ტრადიციული გზით, მაგრამ გაურკვეველია, ვინ იქნება ბავშვის დედა კანონიერად.სხვა ინტერვიუში ბრიტანიმ გაიმეორა საკუთარი ოჯახების ყოლის სურვილი და თქვა: „მთელმა მსოფლიომ არ უნდა იცოდეს, რას ვაკეთებთ ან როდის ვაპირებთ ამის გაკეთებას“. მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენ სრულიად განსხვავებული ხალხი ვართ“.მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია TLC შოუ ასახავს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის საშუალო სკოლის დამთავრებას და სამუშაოს მოპოვებას, მათი ცხოვრება მხედველობის მიღმა რჩებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.ისინი ყოველთვის თავს იკავებდნენ თავიანთი სასიყვარულო ცხოვრების შესახებ ლაპარაკისგან და ათი წლის წინ უარყვეს ბრეტანის ნიშნობის შესახებ ჭორები, როგორც "სულელი ხუმრობა", მაგრამ თინეიჯერობისას ისინი საუბრობდნენ შვილების ყოლის სურვილზე.2001 წელს ჟურნალ Time-თან ინტერვიუში, ტყუპების მამამ, მაიკმა, თქვა, რომ მისი ქალიშვილები უკვე ითხოვდნენ ოდესმე ქმრის პოვნას.მათ იცოდნენ, რომ სხვა ტყუპები დაქორწინდნენ და რატომაც არა? „ლამაზი გოგონები არიან.  ყველაფერი აქვთ, გარდა სიყვარულისა“, - დასძინა მან.მათ TikTok-ზე @abbyandbrittanyhensel ახლახან გამოაქვეყნეს კლიპი, სადაც ნაჩვენებია ების ქორწილის დღე, ხოლო Facebook-ის ანგარიშმა სახელად "ბრიტი და ები" ასევე გამოაქვეყნა ბედნიერი წყვილის ფოტო.ცერემონიისთვის, რომელიც ჩანაწერების მიხედვით 2021 წელს გაიმართა, ტყუპებს ეცვათ უმკლავო საქორწილო კაბა მაქმანებით, ხოლო საქმროს ნაცრისფერი კოსტიუმი.ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთმა სტუმარმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ასახულია, რომ ტყუპები და საქმრო ცეკვით ტკბებიან. - წერს dailymail