Exclusive: 26 წლის შემდეგ სოხუმში - დედის საფლავზე ჩატანილი ქვა ორენოვანი წარწერით

15:32 10-14-2019
2591

ექიმი-რეპროდუქტოლოგი სოხუმელი მანანა მგალობლიშვილი რამდენიმე დღის წინ სოხუმიდან დაბრუნდა. იგი აფხაზეთში 26 წლის შემდეგ განსაკუთრებული მისიით ჩავიდა, დეტალები კი „პრაიმტაიმს“ გაუმხილა.

„სოხუმში 26 წლის შემდეგ პირველად ნახევარი წლის წინ ჩავედი დედაჩემის საფლავზე-კაშტაკის სასაფლაოზე. დედა იზოლდა ჯოჯუა მგალობლიშვილი 1989 წელს გარდაიცვალა. 26 წელია, რაც დედაჩემის საფლავზე ვერ მივდიოდით, ამიტომაც ვფიქრობდით მე და ჩემი და-ძმა, საფლავი რომ არ დაგვეკარგა და მოგვევლო, დედა სოხუმიდან თბილისში გადმოგვესვენებინა. მაგრამ როცა 26 წლის შემდეგ ფეხი შევდგი დედის საფლავზე და ისევ შევიგრძენი ის ღვთიური სილამაზე და რაღაცნაირი მშობლიური სითბო და სიმშვიდე, რომელიც სასაფლაოზედაც კი სუფევს და რომლის მსგავსსაც აფხაზეთის გარდა ვერსად ვერ ნახავთ, ვიფიქრე... არა, ის აქ უნდა დარჩეს... სოხუმში მიბრუნებულს ჩავიტანე საფლავის ქვა,სადაც წარწერა გავაკეთებინე, როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ ენაზე. ოფიციალური მოწვევა ჩემმა აფხაზმა ნათესავებმა გამიკეთეს, შემდეგ ვიზა შევავსე ელექტრონულად და ასე დაიწყო მთელი ისტორია. დედის სასაფლაოს გარდა, ასევე ვიყავი ლეჩკოპის სასაფლაოზე... თითქმის ყველა ქართულ საფლავებს ფოტოები გადავუღე, თბილისიდან მომქონდა სანთლები და თითქმის ყველა საფლავზე დავანთე. ამით რაღაცნაირად მომეშვა,ბევრი ჩემს ფოტოებზე მისი ახლობლის ფოტოებს ამოიცნობს“, - გვიყვება მანანა მგალობლიშვილი. 
width=600

width=600მისი თქმით, რაც შეეხება მამას, საკმაოდ ცნობილ ფსიქიატრს ბიძინა მგალობლიშვილს, იგი ომის დღეებში სახლის წინ დახვრიტეს.

„მამა ბიძინა მგალობლიშვილი ომის დროს 74 წლის იყო. მან სოხუმი არ დატოვა... ჩვენ შვილები გამოგვიშვა თვითმფრინავით. მამის ცხედარი აფხაზ მეზობლებს გაუპატიოსნებიათ და დაუსაფლავებიათ. შემდეგ 1 წლის მერე მამა გადმოვასვენეთ აბაშაში, რაიონ სოფელ მარანში და იქ დავკრძალეთ“, - ამბობს იგი.

მისთვის ხუთი დღე ნამდვილად არ იყო საკმარისი მთლიანად აფხაზეთის მოსანახულებლად. აფხაზმა მეგობრებმა ძალიან თბილად მიიღეს. აქვე მოინახულა 30 წლის უნახავი მეგობარი - კოლეგა.

„იქაც აფხაზ პაციენტებს რა თქმა უნდა, უფასოდ ჩავუტარე კონსულტაციები რეპროდუქტოლოგიაში და აუცილებლად კიდევ ვაპირებ ჩავიდე აფხაზეთში“,- გვითხრა მან.
width=600

მანანა მგალობლიშვილი ასევე იმყოფებოდა კომანის ტაძარში, მან წმინდა დიდმოწამე ვასილისკოს საფლავზე დადო ქვები მოსახსენებლებით, მათ შორის ქართულად.

„ მგონი პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს გააკეთა-ჩვენი კეთილდღეობისთვის და ერთიანობისთვის“ - ამბობს მანანა. 
width=600


width=600სოხუმში გადაღებულ ფოტოები მანანა მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
width=600

width=600

width=600

width=600ავტორი: თეა შონია