1713936066
1713782289
VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნაგერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა.
1709715674
ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს
„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1713936933
ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას - ანა ფოტიგა
"ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას" - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ გააკეთა. მისი თქმით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, ქართველი ხალხის ნება დაირღვა."ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. უცხო აგენტების კანონის ხელახალი შემოღებით. ისინი უნდა დაისაჯონ. ჩვენ უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციები, შესაძლოა, ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლება." - განაცხადა ანა ფოტიგამ.შეგახსენებთ, ევროპელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, დღეს უნდა შეჯერდნენ, რა ჩაიწერება ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება.
მსოფლიო • 1713936879
ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და, რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან.„ვფიქრობ, ჩვენ ისევ მივდივართ კანონპროექტამდე, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. ჩვენ განვაგრძობთ იმის აღნიშვნას, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედიაორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა.
საზოგადოება • 1713936864
,,ვგიჟდები ისე მიყვარს…ერთმანეთში ძალიან გაგვიმართლა” – გიორგი ძოწენიძე მეუღლის შესახებ
ჯგუფ ,,ურსას” სოლისტი გიორგი ძოწენიძე გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორის” სტუმარია, რომლის ეთერშიც დადებითად პასუხობს კითხვას: გაუმართლა თუ არა მის მეუღლეს, როდესაც მასზე დაქორწინდა.,,ერთმანეთში ძალიან გაგვიმართლა. ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ისე მიყვარს, ჩემი მეუღლეა და ძალიან მიხარია. ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს”, – ამბობს გიორგი ძოწენიძე.მომღერლის მეუღლე აღნიშნავს, რომ გიორგი მისი საუკეთესო მეგობარია.,,გიორგიში ძალიან გამიმართლა, რადგან კარგ მეუღლესთან ერთად კარგი მეგობარიცაა. სწორედ ამიტომ გვესმის ერთმანეთის. ის ასევე შესანიშნავი მამაა”, – საუბრობს მია მაჩაბელი.
სპორტი • 1713936148
ცნობილმა ქართველმა მწვრთნელებმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთეს „ქართუს“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიზანიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სტიმულირებაა.შეგახსენებთ, რომ „ქართუს“ გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის გადალახვისთვის საქართველოს ნაკრები 30 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო ყოველ შემდეგი ეტაპის გავლისთვის – მორიგ 30 მილიონს.გიორგი შაშიაშვილი: „ფეხბურთი იმისთვისაც არის, რომ მოთამაშეებმა გასამრჯელო მიიღონ. 30-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაკრების წევრები მოედანზე თანხისთვის გავლენ და ითამაშებენ, მაგრამ ფეხბურთზე ეს საკითხიც მიბმულია. სასიხარულოა, რომ ფეხბურთს გვერდში დაუდგნენ“.გია გეგუჩაძე: „დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ფულზე არ იფიქრებენ არც ფეხბურთელები, არც მწვრთნელები და არც სტაფის წევრები, რადგან იქ გასვლა და თამაში უკვე დიდი სიხარულია, მაგრამ დამატებითი სტიმული ცუდი ნამდვილად არაა“.გია ჭიაბრიშვილი: „ზუსტად ვიცი, რომ ფეხბურთელებისთვის და ფედერაციისთვის მთავარი სტიმული წარმატებაა და არა ფინანსური მხარე. მათ ქვეყანა უყვართ, სურთ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინონ, მაგრამ ყველანაირ სამსახურში და საქმეში ფინანსები მნიშვნელოვანია, გუნდისთვის ესეც ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება“.
მსოფლიო • 1713936066
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79 სენატორმა 18-ის წინააღმდეგ. მხარდამჭერთა უმეტესობას დემოკრატები შეადგენენ.პროცედურულად, კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა კანონად დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.„დღეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ინანოს დღე, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.სენატის მიერ დამტკიცებული პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი.ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, ტაივანის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.