შეძლებენ თუ არა მგზავრები მეტროს გვირაბში WIFI-ით სარგებლობას

11:26 10-14-2019
167

პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის განრიგი შეიცვალა და ერთი საათით ადრე, 11:00 საათზე წყვეტს მუშაობას, მიზეზი კი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მერიის ინფორმაციით, მეტროში კაბელების გამოცვლა მიმდინარეობს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შეძლებენ თუ არა მგზავრები გვირაბში უფასო WIFI სისტემით სარგებლობას და მერიის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.

მათი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მერია ჯერჯერობით არ მუშაობს და უახლოეს ეტაპზეც არ იგეგმება.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე