თამთა თოდაძე ნაცემი არ არის - ადვოკატი დასკნას ასაჯაროებს

00:03 10-14-2019
1610

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს. როგორც ადვოკატი ამბობს, თამთა თოდაძის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დარტყმის შედეგად არ არის მიყენებული. ამის შესახებ ადვოკატმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაა ჩატარებული, რომელიც გვეუბნება იმას რომ თამთა თოდაძე ნაცემი არ არის, უშუალოდ არ არის მიყენებული მასზე დარტყმა ბლაგვი საგნისგან არ არის შეშუპება და სისხლჩაქცევა“, - ამბობს ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი.

ილია ჯიშკარიანის ადვოკატისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს თამთა თოდაძის უფლებადამცველი. თოდაძის ადვოკატი, დეპუტატის უფლებადამცველს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია.

„აღენიშნებოდა დაზიანება ფეხის არეში, რაც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ეს დარტყმა მიყენებულია ბლაგვი საგნის შედეგად, დაზიანებები აღწერილია დეტალურად“, - აღნიშნავს თამთა თოდაძის ადვოკატი.