ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი ანგარიში მიიღო

18:00 10-13-2019
13

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის ავტორია ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩი.

როგორც imedinews-ს ქართული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია ლონდონში 12 ოქტომბერს გაიხსნა.