ვაკეში ტაქსის მძღოლი უკრაინელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

17:20 10-13-2019
2603

ცოტა ხნის წინ ინიდენტი მოხდა ვაკეში, აბაშიძეზე. ტაქსის მძღოლი უკრაინელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. 

შელაპარაკების მიზეზი სავარაუდოდ მგზავრობის საფასური გახდა. უცხო ქვეყნის მოქალაქე ამჟამად ვაკის პოლიციაშია გადაყვანილი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.