მაგალითი ყველასთვის - იაპონია მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)

16:55 10-13-2019
22

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მასპინძელთა ეროვნულმა გუნდმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა და ამჯერად ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, შოტოლანდიის ნაკრები ასპარეზობას გამოთიშა.

იაპონელებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან. მეორე ადგილზე ირლანდია გავიდა, რომელსაც ნახევარფინალში გასასვლელად ახალ ზელანდიასთან მოუწევს ჭიდილი, შოტლანდია კი მსოფლიო თასს გამოეთიშა.