„მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ როგორ შეგვიძლია გართობა“ - Max Colombie (ვიდეო)

15:03 10-13-2019
368

„მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ როგორ შეგვიძლია გართობა“ - ასე მიმართა ქართველ მსმენელს „Oscar and the wolf“ - ის სოლისტმა გუშინ გამართულ კონცერტზე, რომელიც საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ბელგიური ჯგუფს Oscar &the wolf-ს საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია. მათ შორისაა სინგლი სახელწოდებით You’re mine, რომელიც 2015 წელს გამოვიდა. ელექტრო პოპის, დრიმ პოპისა და ინდი როკის სინთეზით მუსიკოსმა სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შექმნა, რამაც განაპირობა Oscar & the wolf-ის პირველივე ალბომის Entity-ის პოპულარობა, რომელიც 2014 წელს გამოსცეს. ამავე ალბომში შედის Amy Winehouse-ის სიმღერის back to black ქავერ ვერსია, რომელიც 2015 წლის ფილმის Black ერთ-ერთი საუნდტრეკი გახდა. საინტერესოა ისიც, რომ უამრავ ქვეყანას შორის ბელგიურ ჯგუფს ყველაზე დიდი ფან-ბაზა თურქეთში ჰყავს. ამის შესახებ სოლისტმა ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა. Oscar & the wolf-ის ტურნეს ბილეთები თურქეთში ორიოდე კვირაში გაიყიდა, თუმცა მელომანების გარდა ახალგაზრდა მუსიკოსს კიდევ უფრო მაღალი კლასის მსმენელები ჰყავს. მათ შორისაა ბრიტანელი კომპოზიტორ-შემსრულებელი ელტონ ჯონი, რომელმაც 2017 წელს კოლექტივს ბელგიის მონაპოვარი უწოდა.

Oscar and the wolf საქართველოში უკვე მეორედ monument-ის ეგიდით იმყოფებოდა.