„კამერით ვაკონტროლებთ მომხმარებელს რამდენი ნივთი შეაქვს გასახდელში“ - „New Yorker“

13:08 10-13-2019
927

„კამერით ვაკონტროლებთ მომხმარებელს რამდენი ნივთი შეაქვს გასახდელში, თვითონ შიგნით კამერა არ იყურება“ - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ „გალერია თბილისში“ არსებული მაღაზია „New Yorker“ - ის პრესსამსახურმა განუცხადა. მისი თქმით მსგავსი პრეტენზია, რომ თითქოს გასახდელებში კამერები იყურება ერთ-ერთმა მომხმარებელმა ადრეც გამოხატა, რის შემდეგაც მაღაზია ინსპექციამ შეამოწმა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირდა.

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენ მაგის არანაირი უფლება არ გაქვს, ეს ყველამ იცის, ინსპექციიდანაც იყვნენ ერთი თვის უკან მოსულები, რადგან ანალოგიური პრეტენზია გამოხატა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ეგონათ, რომ კამერა ეყენა. კამერა ისე აყენია გასახდელიდან ჩანს, თუმცა სინამდვილეში ნამდვილად არ იყურება გასახდელში. იყვნენ მოსულები და შეამოწმეს ყველაფერი. თუ მომხმარებელს ამის არ სჯერა შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და ვაჩვენებთ. კამერა იქ იმიტომ არის, რომ ვაკონტროლებთ მომხმარებელს გასახდელში რამდენი ნივთი შეაქვს, რადგან ხშირია ქურდობის შემთხვევები“ - განგვიცხადეს „New Yorker“ - ის მაღაზიაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ანი გვარამაძემ „გალერია თბილისის“ ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „New Yorker“ - ის გასახდელებს კამერებით აკონტროლებენ.