„გალერეა თბილისის“ ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელებში ადამიანებს უთვალთვალებენ?!

12:13 10-13-2019
2112

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი გვარამაძე „გალერია თბილისის“ ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „New Yorker“ - ის გასახდელებს კამერებით აკონტროლებენ. 

„New Yorker ასე აკვირდებით გასახდელში გოგოებს?“ - წერს გვარამაძე

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად „გალერია თბილისის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და კამერები გასახდელებს არ უყურებს.

„ვესაუბრე მაღაზიის წარმომადგენელს და მითხრეს, რომ კამერებიდან გასახდელი არ ჩანს და ამის ჩვენება ადგილზეც შეუძლიათ“ - განაცხადეს პრესსამსახურში. 

„პრაიმტაიმი“ მაღაზია „New Yorker“ - ის ადვოკატის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.