რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატებთან დასასმელ კითხვას ამხელს

01:12 10-13-2019
50

ვინ დაწერა „კარცერ-ლუქსი“ ეს შეკითხვა კანდიდატებს დაესმევა - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუსმინეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 10-ს. აქედან ორი ქალი-კანდიდატი იყო დამაკმაყოფილებელი (ცოდნის და არა დამოუკიდებლობის ხარისხის ან წარსული საქმიანობის ავ-კარგიანობის მიხედვით). დანარჩენებს „კარცერ-ლუქსში” რომ უკრა თავი, მაინც არაფერი ეშველება.
„კარცერ-ლუქსი” თუ ვინ დაწერა, ეს შეკითხვა მომავალ კანდიდატებს დაესმევა“, - წერს რომან გოცირიძე. 

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატს უკვე მოუსმინა, მოსმენები 21 სექტემბრიდან განახლდება.