13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

01:05 10-13-2019
103

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში.

დღეს, 13 ოქტომბერს მისი გარდაცვალების დღეა. ის ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან 1989 წელს ავარიის დროს დაიღუპა.

ქართველი საზოგადო მოღვაწე და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.