გერმანიამ თურქეთში იარაღის ექსპორტი აკრძალა

19:50 10-12-2019
19

გერმანიის ხელისუფლებამ, თურქეთში იარაღის ექსპორტი აკრძალა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთის მიერ წამოწყებული სამხედრო შეტევის ფონზე, ფედერალური მთავრობა აღარ გასცემს ნებართვას იარაღის ექსპორტზე.

ამასთან, გერმანიის საგარეო უწყების ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლებამ 2016 წლის შემდეგ ანკარაში იარაღს ექსპორტისთვის რიგი შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც თურქეთმა სირიაში, აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. 

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. თურქული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის 399 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული.

ავტორი: ალექსი ქამადაძე