საქართველოში 225 უვადოდ დანიშნული მოსამართლეა - მარათონი გრძელდება

16:09 10-12-2019
69

ახლახანს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 37 მოსამართლე განამწესა უვადოდ. მოსამართლეები პირველ და სააპელაციო სასამართლოებში იმუშავებენ. მალე პარლამენტი უზენაეს სასამართლოშიც დანიშნავს უვადოდ მოსამართლეებს. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, მოქმედი მოსამართლეების გარდა, თუ დარჩებათ სისტემის გარეთ მყოფ იურისტებს შანსი, რომ სასამართლოში განმწესდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამისი შანსი მალე აღარ იქნება.

ნაზი ჯანეზაშვილი: დღეს უზენაესი სასამართლოს გარდა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში 289 მოსამართლეა განმწესებული, აქედან 225 უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში კი ის მოსამართლეები, რომლებიც ახლა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები, ასევე უვადოდ გადაინიშნებიან. ეს ნიშნავს რომ სისტემა ჩაიკეტება. ჩვენს პირობებში კი რასაც ნიშნავს ჩაკეტილი სისტემა მოგეხსენებათ. ეს არ წაადგება არც პროცესის გაჯანსაღებას და არც თავად რეფორმას.

გამოდის, რომ  სისტემის გარეთ იურისტებს სულ მცირე 20- 30 წელი მოსამართლედ გახდომის შანს ვართმევთ?

-ასეა, თუ სასამართლოს არ დაემატა შტატები, სისტემის გარედან სულ რაღაც ორ-სამ წელში ვეღარავინ შეძლებს მოსამართლეობას. მართალია ბევრ ქვეყანაში მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან, მაგრამ იქ სხვა რეპუტაციის მოსამართლეები არიან.

 

 

_