კენიელმა მარათონის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, თუმცა ის არ ჩაუთვალეს (ვიდეო)

14:41 10-12-2019
96

კენიელმა ათლეტმა ელიუდ კიპჩოგემ რეკორდი დაამყარა - მან მარათონი 42-კილომეტრიანი მარათონი, 1 საათს, 59 წუთსა და 40,2 წამში დაფარა. ამით მან საკუთარი რეკორდი 20 წამით გააუმჯობესა. 

ოფიციალური მსოფლიო რეკორდი, რომელიც მარათონის დისტანციაზე დამყარდა, ასევე ეკუთვნოდა კიპჩოგეს და ის 2:01.39 საათს შეადგენდა. ის ათლეტმა 2018 წელს, ბერლინის მართონის დროს დაამყარა. 

ოფიციალური რეკორდები როგორც წესი ღია შეჯიბრებების დროს რეგისტრირდება, კიპჩოგის მარათონი ვენაში მძლეოსნობის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა, ამიტომ ოფიციალურად არ ჩაეთვალა.