„იარაღი მიუდია და უთქვამს მდინარე აატივტივებს შენს გვამსო“ - რას ჰყვება ხაშურში მოკლული ქალის და

13:56 10-12-2019
1796

ხაშურში მეუღლის მიერ მოკლულის და მომხდართან დაკავშირებით ახალ დეტალებს ჰყვება. 

ირმა გოგალაძის თქმით, ბრალდებულს შვილებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

,,რაც დედამისი ჩამოვიდა ევროპიდან და ბავშვები წამოვიყვანეთ, აღარ უნდოდათ მაგასთან მიბრუნება, მაგან გააღიზიანა ალბათ, განსაკუთრებით მარიამს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენის ნაირი გაიზრდებიო და მიშომ რამდენიმეჯერ შეუსწრო, რომ სცემდა დედამისს მამამისი. თავისთავად ბავშვებმა დედისკენ გამოიწიეს. მერე მივხვდით უკვე, რომ ბავშვებსაც აძულებდა დედას. უნდოდა, რომ თვითონ წაეყვანა.

არც ძალადობაზე იხევდა უკან. ზოგადად ეჭვიანი იყო, ღამე ავუყენებივარო და მტკვარზე ჩავუყვანივარო, ერთხელ იარაღი ჰქონდა წამოღებულიო და ასე მითხრაო შენ თუ ჭკვიანად არ იქნები და შენ თუ ასე არ მოიქცევი ეს წყალი აატივტივებს შენ გვამსო. ერთხელ ნასვამი იყო ირაკლი და შელაპარაკებულან და „ტოლჩა“ ჩაარტყა თავში და ნაკერებიც ჰქონდა, მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც ჰქონდა მგონი და მას შემდეგ დაინგრა უკვე მაგათი ოჯახი. მანქანა მოითხოვა მანქანა მიყიდეო ნათიას უთხრა და უარი მიიღო მანქანის ყიდვაზე, მერე ბავშვებთან  კონტაქტი შეუწყვიტა,”- ამბობს გარდაცვლილის და „კურიერთან” საუბრისას.

ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია.