ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

საზოგადოება 1713863131

კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

22 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის - „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ - წარდგენა გაიმართა.ღონისძიება გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ. გამოცემის შესახებ ისაუბრა თავად ავტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.წიგნის რედაქტორია პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი და ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა, რეცენზენტი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია წერეთელი.გამოცემა შედგება თხუთმეტი ნარკვევისგან, რომელიც ჟანრობრივი თვალსაზრისით ახლოსაა ესეისტური ტიპის პუბლიცისტიკასთან. თუმცა მათი უმეტესობა მოცულობითა და შინაარსობრივი დატვირთვით ესეს ფორმატს სცდება და კვლევას უახლოვდება.„წიგნი ეძღვნება იმ წარმატებებს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან და განმტკიცებასთან ერთად ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე მოიპოვა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეროვნული სახელმწიფოს ახალი ტიპი და საერო-ზეპური, სეკულარული კულტურა სწორედ ევროპული განმანათლებლობის შედეგია. იგი თავისთავად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ნარკვევებში განხილული ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხები დაეხმარება მკითხველს წარსულისა და მისგან გამომდინარე აწმყოს მნიშვნელოვანი ტენდენციების გაგებაში“, - ვკითხულობთ წიგნის ავტორისეულ წინათქმაში.

ზღვა

შემთხვევა 1713862702

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში, მეორე დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. 18 წლის ბიჭი ნათესავთან ერთად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან წყალში გუშინ, შუადღით შევიდა.მაშველებმა 16 წლის ბიჭის გადარჩენა მოახერხეს, მეორე, 18 წლის ახალგაზრდა კი ზღვაში გაუჩინარდა და მას ამ წუთებშიც ეძებენ.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს წყლის ზედაპირის მონოტორინგი და წყალქვეშა სამძებრო სამუშაოები.

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

დედაქალაქი 1713862551

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი - განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი - ფიტნეს-ზონა და კომბინირებული მოედნები. სკვერებში, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.აღნიშნული პროექტებისთვის, ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 606 000 ლარი დაიხარჯება.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1713862536

29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული შეკრება, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა - როგორ აფასებს ოპოზიცია ინიციატივას

29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული შეკრება, ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია ინიციატივას ისევ დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს.პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოიყვანოს თბილისში."ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და გამართოს აქცია. მაგრამ, მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქციას. რაც არ უნდა ძალით, ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ, ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ.მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, მათ შანტაჟს და დაშინებას უპასუხეთ ძლიერი პასუხით, რომ არ გემორჩილებით და ყველას დაგიდგებით გვერდში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილმა."ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც სჭირდება თავისი ლეგიტიმაციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისთვის ხალხის ქუჩებში იძულებით გამოყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ გადაწყვეტილების არჩევნებით მინიჭებული, თავის დროზე ლეგიტიმაცია უკვე შერჩენილი აღარ აქვს", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

დაკავება

სამართალი 1713862243

უკრაინაში, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად "ქართველი" დააკავეს

ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 25 წლის კრიმინალურ "ავტორიტეტს" შალვა ბერიშვილს, მეტსახელად "ქართველს" - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.დაკავებულს ბრალი წარედგინა კრიმინალური გავლენის გავრცელებისა და ნარკოტრაფიკის მუხლებით. ბრალს არ ეთანხმება დაკავებული, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს.გავრცელებული ინფორმაციით, ბერიშვილის სახელი ფიგურირებს ივანო-ფრანკოვსკის ცენტრში, 2024 წლის იანვარში, ცემისა და სროლის საქმეშიც. დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, ფული და საკრედიტო ბარათები.